პარტიის პასუხები

თავისუფალი დემოკრატები

თავმჯდომარე - ირაკლი ალასანია

ვებსაიტი - www.fd.ge

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? არა
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
  7. 7. უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? დიახ
  8. 8. თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება? ეხმარება
  9. 9. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? არა, სახელმწიფომ მხოლოდ არამატერიალური/არაფულადი დახმარება შეიძლება უზრუნველყოს
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ
  11. 11. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა

გარემოსდაცვითი საკითხები

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ, მხოლოდ დროებით
  2. 2. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? დიახ
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ
  5. 5. უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? დიახ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში
  6. 6. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
  7. 7. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა
  8. 8. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? არა, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შესაძლოა უფლება ჰქონდეთ, რომ ისარგებლონ სამოქალაქო პარტნიორობით, მაგრამ ამ ურთიერთობას არ უნდა ეწოდოს ქორწინება/ოჯახი
  9. 9. უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? დიახ, გარდა იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც მდებარეობს არასრულწლოვანთა სასწავლო ან/და რელიგიური დაწესებულებები;
  10. 10. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ, მხოლოდ სააგიტაციო მიზნით გამოყენების შემთხვევაში
  11. 11. აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა? დიახ, მაგრამ არ უნდა იყოს აკრძალული კერძო საკუთრებაში/სივრცეში მისი განთავსება

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა) და უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტს
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას? არა
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  4. 4. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  5. 5. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? არა
  6. 6. უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა? არა