პარტიის პასუხები

საქართველოს რესპუბლიკური პარტია

თავმჯდომარე - ხათუნა სამნიძე

ვებსაიტი - www.republicans.ge

 

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ, მაგრამ მხოლოდ მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ, მაგრამ არა მათთვის, ვისაც შეუძლია მუშაობა.
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად მაღალი
  7. 7. უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? არა
  8. 8. თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება? არც ეხმარება და არც ვნებს
  9. 9. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? არა, სახელმწიფომ მხოლოდ არამატერიალური/არაფულადი დახმარება შეიძლება უზრუნველყოს
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ
  11. 11. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა, მაგრამ უფლება უნდა ჰქონდეს, უარი თქვას სიცოცხლის შესანარჩუნებელ ხელოვნურ აპარატებზე

გარემოსდაცვითი საკითხები

  1. 1. უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება? დიახ
  2. 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების გაყიდვა? არა, მაგრამ ასეთ საკვებს ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოში დიდი მოცულობის ჰიდროელექტროსადგურების აშენებას? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროელექტროსადგურის განთავსების ადგილზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დათანხმდება

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ
  2. 2. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? არა
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? არა
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ, მხოლოდ განსხვავებული ფორმით
  5. 5. უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? დიახ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში
  6. 6. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება? დიახ
  7. 7. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა
  8. 8. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? არა
  9. 9. უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? დიახ
  10. 10. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ
  11. 11. აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა? დიახ

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა) და უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტს
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას? დიახ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას? არა
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  4. 4. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  5. 5. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  6. 6. უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა? დიახ, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის ისეთ რეგიონებში, სადაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო რუსული არხებია