პარტიის პასუხები

პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის - გირჩი

თავმჯდომარე - ზურაბ ჯაფარიძე

ვებსაიტი - www.npc.ge

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? დიახ, მხოლოდ ქალებისთვის
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? არა, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კერძო კომპანიების სახელფასო პოლიტიკაში
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? არა
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? არა
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? არა
  7. 7. უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? არა
  8. 8. თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება? ვნებს
  9. 9. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? არა
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ
  11. 11. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? დიახ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდება, რომ ეს ადამიანი არ არის ფსიქიკურად დაავადებული

გარემოსდაცვითი საკითხები

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა
  2. 2. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? არა
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? არა
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? არა
  5. 5. უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? არა
  6. 6. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება? დიახ
  7. 7. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა
  8. 8. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? დიახ
  9. 9. უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? დიახ
  10. 10. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? არა
  11. 11. აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა? არა

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა)
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას? დიახ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას? არა
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  4. 4. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  5. 5. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  6. 6. უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა? არა