პარტიის პასუხები

ეროვნული ფორუმი

თავმჯდომარე - კახაბერ შარტავა

ვებსაიტი - www.forumi.ge

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ, მაგრამ არა მათთვის, ვისაც შეუძლია მუშაობა.
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? არა
  7. 7. უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? დიახ
  8. 8. თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება? არც ეხმარება და არც ვნებს
  9. 9. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ, მხოლოდ მსხვილი ფერმერული მეურნეობების
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? არა, გარდა გაუპატიურების შემთხვევისა ანდა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობისას
  11. 11. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა

გარემოსდაცვითი საკითხები

  1. 1. უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება? დიახ
  2. 2. აკრძალული უნდა იყოს თუ არა საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების გაყიდვა? არა, მაგრამ ასეთ საკვებს ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოში დიდი მოცულობის ჰიდროელექტროსადგურების აშენებას? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროელექტროსადგურის განთავსების ადგილზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დათანხმდება

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა, თუმცა შეიძლება ამ პოლიტიკის გამტარებელი პარტიები ფინანსურად წახალისდნენ
  2. 2. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული (მართლმადიდებლური, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის) რელიგიური გაერთიანებები
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ, მხოლოდ განსხვავებული ფორმით
  5. 5. უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? არა
  6. 6. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
  7. 7. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? დიახ, მხოლოდ კაცებისთვის
  8. 8. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? არა
  9. 9. უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? დიახ, გარდა იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც მდებარეობს არასრულწლოვანთა სასწავლო ან/და რელიგიური დაწესებულებები;
  10. 10. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ
  11. 11. აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა? დიახ, მაგრამ არ უნდა იყოს აკრძალული კერძო საკუთრებაში/სივრცეში მისი განთავსება

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა) და უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტს
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას? არა
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  4. 4. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  5. 5. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  6. 6. უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა? არა