პარტიის პასუხები

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო

თავმჯდომარე - ნინო ბურჯანაძე

ვებსაიტი - www.democrats.ge

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ, მაგრამ მხოლოდ მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? დიახ, მაგრამ მხოლოდ ისეთ სფეროებში, სადაც კერძო სექტორი ნაკლებად არის წარმოდგენილი
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? დიახ
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
  7. 7. უნდა გაიზარდოს თუ არა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება? დიახ
  8. 8. თქვენი აზრით, პროფესიული კავშირები ქვეყნის ეკონომიკას ვნებს თუ ეხმარება? არც ეხმარება და არც ვნებს
  9. 9. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ, მხოლოდ მსხვილი ფერმერული მეურნეობების
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? არა, გარდა გაუპატიურების შემთხვევისა ანდა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობისას
  11. 11. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსიც არ არსებობს, კანონიერი უფლება სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? არა
  2. 2. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია
  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ, მხოლოდ განსხვავებული ფორმით
  5. 5. უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო სპორტულ კლუბებს (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? დიახ
  6. 6. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
  7. 7. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? არა
  8. 8. დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება? არა
  9. 9. უნდა სარგებლობდნენ თუ არა სექსუალური უმცირესობები სხვა პირების მსგავსად, საჯარო ადგილებში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით? არა
  10. 10. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? არა
  11. 11. აკრძალული უნდა იყოს თუ არა იოსებ სტალინის ძეგლის აღმართვა? არა

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამა? არა, უნდა არსებობდეს მხოლოდ მიზნობრივი სახელმწიფო დაზღვევა (მათთვის, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა) და უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტს
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს მარიხუანას მოწევის გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? არა
  4. 4. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? დიახ, თუ სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
  5. 5. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? არა
  6. 6. უნდა აიკრძალოს თუ არა ისეთი რუსული ტელეარხების საქართველოში ტრანსლირება, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლდება და რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდას და ფაქტების ხელოვნურ დამახინჯებას ეწევა? არა