პარტიის პასუხები

ლელო საქართველოსთვის

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 1. უნდა გაიზარდოს თუ არა საპენსიო ასაკი? არა
  2. 2. უნდა იყოს თუ არა დამსაქმებელი კანონით ვალდებული, რომ თანამშრომელ მამაკაცსა და ქალს გადაუხადოს მსგავსი ხელფასი, თუ ისინი ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ? დიახ
  3. 3. უნდა არსებობდეს თუ არა შრომის ინსპექცია? დიახ
  4. 4. უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო მსხვილი დამსაქმებელი? არა, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში
  5. 5. უნდა არსებობდეს თუ არა უმუშევართა სახელმწიფო შემწეობა? არა
  6. 6. უნდა არსებობდეს თუ არა კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი? დიახ
  7. 7. ემხრობით თუ არა სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას? დიახ
  8. 8. უნდა ჰქონდეს თუ არა განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს, რომლის გადარჩენის შანსი არ არსებობს, კანონიერი უფლება, სხვისი დახმარებით თავი მოიკლას (ევთანაზია)? არა
  9. 9. სავალდებულო უნდა იყოს თუ არა ყველა დასაქმებულისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა? დიახ
  10. 10. დაშვებული უნდა იყოს თუ არა აბორტი? დიახ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს;
  11. 11. უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშები ფულზე? არა

საშინაო საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების შემოღებას? დიახ, მხოლოდ დროებით
  2. 2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა რელიგიური ორგანიზაციები? დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია პარტიის განმარტება: პარტია მიზანშეწონილად მიიჩნევს დაფინანსების განსხვავებულ მოდელს.

    կուսակցության բացատրությունը: Լելոն տեղին է համարում ֆինանսավորման այլ մոդել:

    Комментарий партии: Партия считает подходящей другую модель финансирования.

    Partiya şərhi: Partiya fərqli bir maliyyə modelini uyğun hesab edir.

  3. 3. უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით? დიახ
  4. 4. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი? დიახ
  5. 5. უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლება? დიახ, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით
  6. 6. ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობას? დიახ, როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის
  7. 7. აკრძალული უნდა იყოს თუ არა კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოების საჯარო დემონსტრირება/განთავსება? დიახ, მხოლოდ სააგიტაციო მიზნით გამოყენების შემთხვევაში

ჯანმრთელობის დაცვის საკითხები

  1. 1. უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას? არა, მაგრამ დეკრიმინალიზებული უნდა იყოს და ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ მარიხუანას მოწევის გამო

საგარეო პოლიტიკის საკითხები

  1. 1. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ევროპის კავშირში? დიახ
  2. 2. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას ნატოში? დიახ
  3. 3. ემხრობით თუ არა საქართველოს გაწევრებას რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში? არა
  4. 4. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს? დიახ
  5. 5. კანონით უნდა შეიზღუდოს თუ არა რუსეთის იმპერიალისტური იდეების აშკარა პროპაგანდა? არა
  6. 6. ემხრობით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო? დიახ
  7. 7. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, და მასთან არ უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა, სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია? დიახ
  8. 8. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს? არა