შეკითხვა:

უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები?

შედეგები
არა 17788 ხმა
დიახ 6500 ხმა
8%
დიახ
10%
დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია
9%
დიახ, უნდა ფინანსდებოდეს მხოლოდ ტრადიციული (მართლმადიდებლური, ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის) რელიგიური გაერთიანებები
73%
არა

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი), რომლის საფუძველზეც ეკლესიას მიენიჭა მთელი რიგი პრივილეგიები. 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს 25 მლნ ლარს. გარდა ამისა,  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომეხთა სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური ორგანიზაციები. ამ მიზნით 2014 წელს სახელმწიფომ გამოყო 1 750 000 ლარი, ხოლო 2015 წელს დაფინანსება გაორმაგდა და 3 500 000 ლარი შეადგინა.