შეკითხვა:

უნდა სარგებლობდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კონსტიტუციური შეთანხმებით მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსითა და შეღავათებით?

შედეგები
არა 14780 ხმა
დიახ 9344 ხმა
39%
დიახ
61%
არა

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი). 2009 წლიდან ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკლესიისთვის გამოყოფილი ყოველწლიური საშუალო პირდაპირი დაფინანსება შეადგენს  25 მლნ ლარს. გარდა ამისა, კონკორდატი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ითვალისწინებს სხვა შეღავათებსაც. მაგალითად, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.